აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება მოძრაობა” ალტერნატივას” ხელმძღვანელი. ხათუნა ბერიძის წინააღმდეგ სავარაუდოდ სს საქმე აღიძრება.
საქმე ეხება 19 ნოემბერს "ქართული ოცნებისა" და "ალტერნატივას" აქტივისტებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
ოპოზიციაში პოლიტიკური ნიშნით აქტივისტების დევნაზე საუბრობენ.
"ქართულმა ოცნებამ ჩაატარა საბჭოთა არჩევნები და ჩათვალა, რომ გაინაღდა ხელისუფლება და დაიწყო პოლიტიკური ტერორი. აქციების ერთ ერთი აქტიური მონაწილე, "ალტერანტივის" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძეა დაბარებული სამმართველოშო. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სამარცხვინო ბანერები რომ გადმოფინეს ოცნების წარმომადგენლრბმა, იქ გამართულ აქციაზე მომხდარ მცირე ინციდენტზე აპირებენ დღეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას- ამბობს მირდატ ქამადაძე
დაბარებული ვარ წინა დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ აქცია მოვაწყვეთ და კონტარქცია დაგვხვდა. შერჩევითი სამართალი გვაქვს ქვეყანაში - ამბობს ხათუნა ბერიძე
შეგახსენებთ, რომ "ალტერნატივას" წევრები სამი დღის წინ, მივიდნენ ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის საცხოვრებელ სახლთან და აპროტესტებდნენ საცხოვრებელ სახლზე გაერთიანებული ოპოზციის წევრების გაშარჟებული ბანერის განთავსებას. მათ ადგილზე კონტრაქცია დახვდათ. ქართული ოცნების აქტივისტები და მოძრაობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პოლიციის სამმართველოდან უწყება ხათუნა ბერიძემ ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ მიიღო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე