სრული "ლოქდაუნი" არა, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იგეგმა - მინისტრი სარესტორნო ბიზნეს სექტორს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა - ინფორმაციას მთავრობის "Facebook"-გვერდი ავრცელებს

"ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიბები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანიგარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 2 157 ადამიანი თბილისიდანაა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი