"წავიდა, ადამიანები ვართ..." - ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის წასვლაზე და გახარიას შესაძლო გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

წავიდა, ადამიანები ვართ - ასე ეხმაურება "ოცნების" ერთ ერთი ლიდერი გია ვოლსკი ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლას და კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომას უკვე პრემიერმინისტრის წასვლა მოჰყვება.

ზოგი თანამდებობიდან მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კერძო სექტორში გადადის...გიორგი გახარიას ეს არ დაასუსტებს - ამბობს ვოლსკი.

მისგან განსხვავებით, სხვა მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლებს ოპონენტები ამბობენ, რომ თანამდებობას დიდხანს ვერც პრემიერმინისტრი შეინარჩუნებს, რადგან წარუმატებელი არჩევნების შემდგ, გიორგი გახარიას პოზიციები ხელისუფლებაში შესუსტდა. 

ვრცელდება სხვა ვერსებიც. ერთ ერთი ინფორმაციით გიორგი გახარიას ნათია მეზვრიშვილის მინისტრთა კაბინეტში ხილვა სურდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან თანხმობა ვერ მიიღო.  

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ, "ფეისბუქით" გაავრცელა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი