სამუშაო საათები და დღეები შესაძლოა შემცირდეს - მთავრობა ახალ შეზღუდვებზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პანდემიის უმართავი პროცესების გამო ხელისუფლება ახალი რეგულაციებისთვის ემზადება, თუმცა "ლოქდაუნის" გამოცხადება არ იგეგმება. არ არის გამორიცხული დაწესდეს საათობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები. დღეს პრემიერმინისტრი სხსვდსხა სავაჭრო ობიექტებისა ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შესაძლოა სამუშაო საათები, ან დღეები შემცირდეს - ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. თუმცა, მათივე თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ სანამ ხელისუფლება ამ მიმართულებით კონკრეტულ რეგულაციებს მიიღებს, გონივრული იქნება მათთან კონსულტაცია გაიაროს. 

 ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება მოხდება ბიზესთან კომუნიკაციის შემდეგ. 

აუცილებელია, წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსის გავრცელების შენელება მოვახერხოთ. ჩვენ განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა ეს გვინდა გავაკეოთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით. - ამბობს მაია ცქიტიშვილი 

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ასევე შეხვდა სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელებს. საუბარი ძირითადად შეეხო საწოლფონდებს. როგორც სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ამბობენ, საუბარი იყო დამატებით საწოლფონდის გამოყოფაზე და უკვე გამოყოფილი საწოლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას, რომ არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა ასევე გაიმართა რესტორნების ხელმძღვანელებთანაც თუმცა დაწესდება თუ არა ამ მიმართულებით დამატებითი შეზღუდვა ჯერ უცნობია, კომენტარი ამ თემაზე დღეს არ გაკეთებულა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანიგარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 2 157 ადამიანი თბილისიდანაა.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი