გენერლები, სარდლები, რიგითი ჯარისკაცები, მაღალი თანამდებობის პირები თუ რიგითი მოქალაქეები - ნებისმიერი ადამიანი, ვინც 2008 წელს საქართველოს დასაცავად იბრძოდა, რუსეთმა შესაძლოა გენოციდის ბრალდებით გაასამართლოს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამტკიცებენ, რომ ყველა დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს.
ოკუპანტები არ აკონკრეტებენ, მაგრამ უკვე ბევრი წელია ყველამ კარგად იცის ვინ სძულს პუტინს და ვისი გასამართლება მიანიჭებდა მას ყველაზე დიდ სიამოვნებას.
რუსეთის ძალოვან უწყებაში სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს იმ პირების მიმართ, ვინც მათივე მტკიცებით, სამხრეთ ოსეთში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
თუ რუსები შეძლებენ, კანონიერი თუ უკანონო გზებით და 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე რომელიმე პირს დააკავებენ, მას როსტოვის ტრიბუნალში გაასამართლებენ.
ომის მონაწილეებს კი საქართველოს მთავრობის იმედი არ აქვთ.
"ქართული ოცნების" გამორჩეული სპიკერები დღეს ისევ იმას ამტკიცებენ, რომ წინა ხელისუფლებაა დამნაშავე. ვერ ამბობენ, მაგრამ პრეზიდენტის არ იყოს დარწმუნებულები არიან,რომ მაშინ ომი საქართველომ დაიწყო.