2003-2020 - 17 წელი ვარდების რევოლუციიდან და ისტორიული პარალელები

გამოქვეყნდა:

არც ედუარდ შევარდნაძეს ეგონა 2 ნოემბერს არჩევნებს რომ აყალბებდა, რომ სულ რაღაც 3 კვირაში სახლში წასვლა მოუწევდა. არადა ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მისი პოლიტიკური გამოცდილება გაცილებით დიდი იყო. პოლიტიკურ უმწიფრობას ხელი არ შეუშლია ოლიგარქისთვის მიღებული დავალება შეესრულებინა. დღეს ვარდების რევოლუციის მთავარი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია რომ ეს დავალება ივანიშვილმა რუსეთისგან მიიღო. 

პოლიტიკოსები რომლებიც 17 წლის წინ ვარდების რევოლუციის სადავეებთან იდგნენ იხსენებენ, რომ უპერსპექტივობით დაღლილი მოსახლეობა ისევე როგორც დღეს, 2003 წელსაც არჩევნებს ხსნასავით ელოდებოდა. 

2 ნოემბრის არჩევნები ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტია "მოქალაქეთა კავშირმა" ტოტალურად გააყალბა. საკუთარი ხმებისა და რაც მთავარია ქვეყნის განვითარებისა და მომავლის პერსპექტივის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. 

რა მოიტანა ვარდების რევოლუციამ, ამას ყველზე კარგად ის ლიდერები აღწერენ, რომლებიც სახელმწიფოს გადარჩენაში 17 წლის წინ აქტიურად მონაწილეობდნენ. ჭაობში ჩავარდნილი ქვეყნის გადარჩენა- ეს იყო მიზანი რომელიც შესრულდა. 17 წლის შემდეგ კი ეს ჭაობი ისევ ისე აქტუალურია. 

20 დღის განმავლობაში პროტესტი არ განელებულა. და ამ პროტესტმა მაშინ მთელი საქართველო მოიცვა. გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. 

ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. ვარდების რევოლუციამ შექმნა მუსიკოსების ახალი ტალღა. ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც საკუთარი შემოქმედებით ცდილობდნენ ნოემბრის სიცივეში ქუჩაში გამოსული ადამიანების მხარდაჭერას. 

პარალელებს დღევანდელ საქართველოსა და 17 წლის წინანდელ მოვლენებს შორის ავლებენ პოლიტიკოსებიც. 

დღეს საქართველოს ამომრჩეველი ისევეა გაძარცვული, როგორც შევარდნაძის დროს. 

დღეს ისევ წაართვეს მას არჩევანის უფლება. დღეს ისევ წაართვეს მას ცვლილებების შესაძლებლობა. ისევ წაართვეს პერსპექტივა კვლავ ამუშავდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დანგრევის პირასაა. ამჯერად ოლიგარქის მიერ, რომელმაც გადაწყვიტა რომ საქართველო მისი საკუთრებაა. 

ვარდების რევოლუციის სათავეში მყოფი პოლიტიკოსები დღეს პარალელს არა მხოლოდ ეპოქას, არამედ ამ ეპოქების მოქმედ პირებს შორისაც აკეთებენ - ბიძინა ივანიშვილი და ედუარდ შევარდნაძე. 

ლევან ბერძენიშვილი თვლის რომ 17 წლის წინ, საქართველომ შევარდნაძის გადაგდებით პასუხი კორუფციასა და უპერსპექტივობასთან ერთად, რუსეთსაც გასცა. რუსეთი მიიღებს პასუხს ივანიშვილის მმართველობიდან ჩამოშორებითაც, თუმცა გამოცდილი პოლიტიკოსი თვლის რომ დღეს ეს უფრო რთულია. 

ოპოზიცია რომელიც დღეს ისე როგორც არასდროს, მათ შორის არც 2003 წელს, ისეთი ერთიანია. სტრატეგია შემუშავებული აქვს - სრული ბოიკოტი გაყალბებული არჩევნებით შემდგარ პარლამენტს. 

მიუხედავად იმისა რომ 2003 წლისგან განსხვავებით დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს დენი, გაზი და წყალი, რომელიც სხვათა შორის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების მონაპოვარია, თუმცა მოქალაქეებს აღარ აქვთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი - სამართლიანი სასამართლოს უფლება, გაზრდილი კრიმინალის ფონზე უსაფრთხოების გარანტია....დღესაც, ისევე როგორც 17 წლის წინ ამ ყველაფრის შეცვლის უფლება ხალხს  წაართვეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი