არც ერთ კლინიკაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ საწოლები აღა არის. ამის შესახებ კლინიკების ხელმძღვანელები საუბრობენ და ამბობენ, რომ ინფიცირებულები ხშირ შემთხვევაში საწოლების რიგში დგანან:
საშინელ მდგომარეობაში ვართ. ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაში ვართ. ერთი ადგილი არა გვაქ არც ჩვენ, არც ჩვენს კოლეგებს და ძალიან მძიმე მდგომარეობა გველის - ამბობს "მთავართან" ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი
ბავშვთაში პრობლემა არ არის და დიდებში რამდენიც გაეწერება იმდენ პაციენტს მიიღებენ - ამბობს ლაშა მაჭარაშვილი "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორი
ამასობაში კი საქართველომ ახალი ანტირეკორდი მოხსნა. ქვეყანა 100 000 მოსახლეზე, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით პირველ ადგილზეა.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 3958 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების პარალელურად, მზარდია გარდაცვალების სტატისტიკაც, რაც ძირითადად დაგვიანებული სამედიცინო დახმარებით არის გამოწვეული.