უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებს, სავარაუდოდ, დღეს გაამკაცრებს

გამოქვეყნდა:

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, რეგულაციებს გაამკაცრებს. 

"მთავარის არხი" ინფორმაციით, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება - შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ სფეროებს შეეხება, მათ შორის ტრანსპორტს, სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებს.

ბიზნეს სექტორისა და ეკონომისტების შეფასებით, კორონაპანდემიამ ისედაც დააზარალა თითქმის ყველა სფერო და ნებისმიერი ახალი რეგულაცია მათ მძიმე ტვირთად დააწვება, განსაკუთრებით გააუარესებს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობას.

"ნებისმიერი შეზღუდვა უმძიმეს ტვირთად დააწვება ბიზნესს. თუ გადაადგილებაზე დაწესდება რეგულაცია, ადამიანები ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ სამსახურში წასვლას, რაც მათ კიდევ უფრო გააღარიბებს", - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია. 

შეგახსენებთ, რომ  სწორედ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გუშინ ხელისუფლების წევრები სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და რესტორნების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი