შეზღუდვები გაფართოვდება - მთავრობა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე ფიქრობს. ვიცე პრემიერი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს.

როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე - როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს პანდემიასთან ბრძოლაში.
თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება - აცხადებენ მთავრობაში.

ცქიტიშვილი დღეს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი