რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გრიფით საიდუმლო მასალებში - საქმის ტომებს ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში დღეს გაეცნობა. უფლებადამცველის განმარტებით მას არ აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტებში იპოვის მტკიცებულებებს, რომლითაც პასუხი გაეცემა უფლედამცველებისა და ოჯახის კითხვებს.
"უკვე ეჭვი მეპარება, რა უნდა იყოს, თუ რამე ისეთი იქნება ამოღებულიც კი ექნებათ. მაგას არც გამოვრიცხავ და ფორმალურად შექმნეს რაღაც, რადგან რაც კი რეალური და პრობლემურია, ყველაფერს ცდილობენ, რომ არარსებულად აქციონ, როდესაც უკვე პირდაპირ დასტურდება ყველაფერი", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. სატელიტის ფოტოების საკითხზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.