შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

მოწმეთა მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, მკვლელობაში ბრალდებულებთა სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება.

სხდომა შესაძლოა გადაიოდის. ამ შუამდგომლობით ადვოკატებმა მიმართეს მოსამართლეს. მათი განმარტებით, თვთიზოლაციაში არიან და არ შეუძლიათ დაესწრონ სასამართლო სხდომას. არ არის გამორიცხული, პროცესი დისტანციურად ჩატარდეს.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი