ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი, 55 წლის ექიმი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ექიმი 55 წლის იყო და მას თანმხლები დაავადებები: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლოეეზული დაავადება, მიოკარსიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა და შაქარიანი დიაბეტი.

"კაცი რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თერაპიულ დეპარტამენტს ასე უდროოდ გამოგვაკლდა და დაგვეღუპა. ამ ხნის მანძილზე ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს, იყო მაღალი დონის სპეციალისტი. მე ვუსამძიმრებ ყველას ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო", - თქვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა, მდგომარეობა კი გუშინ დილით გაუუარესდა.

ბათუმში ექიმი გარდაიცვალა 21 ნოემბერსაც, ილია ბერიძე "მედცენტრსა" და "მედინაში" მუშაობდა, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი