სასუნთქი აპარატები და საწოლფონდი ამოწურულია - ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კოლაფსშია

გამოქვეყნდა:

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა და უკონტროლო ვითარება - ქვეყანაში კოვიდპანდემიის არაეფექტურ მართვაზე საუბრობენ სპეციალისტები. მათი აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უშედეგოა, რასაც პაციენტებით გადავსებული კლინიკებიც ადასტურებს. 

პაციენტები ვერ იღებენ პირველად დახმარებას, ამოწურულია საწოლფონდი, სასუნთქი აპარატებიც; სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ვეღარ გადის გამოძახებებზე - ასეთია ეპიდვითარება საქართველოში. 

"რთული შესაფასებელია ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან რეალური სურათი არა მარტო ჩვენ, სპეციალისტებს, არამედ ვინც მართავს ჯანდაცვის სფეროს არც მათ აქვთ. ყოველდღიურად გაცილებით მეტი ინფიცირებული გვყავს, ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს. კოლაფსამდე მივა ქვეყანა და მისგან გამოსვლას ათწლეულები დასჭირდება", - ამბობს "ლელოს" წევრი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძე. 

აქვე გეტყვით - ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 128 ადამიანი და გარდაიცვალა 39 პაციენტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი