ქუთაისის მეოთხე კლინიკაში კორონავირუსით ჯამში 20-მდე მედიკოსი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი ინფიცირდება, თუმცა საავადმყოფოებში ადგილების არარსებობის გამო მათი ნაწილი იძულებულია მკურნალობა სახლში გააგრძელოს. 

დღეს, 24 ნოემბერს "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მეოთხე კლინიკაში ჯამში 20 მედიკოსი დაინფიცირდა, მათგან 8 ექიმი მკურნალობას ამ დრომდე სახლში განაგრძობს.  ბესიკ მანჯგალაძე დირექტორის მოადგილე

"ჯამში არის მიხლოებით 20-მდე თანამშრომელი დაინფიცირებული, მაგრამ აქედან უკვე მოხდილიც აქვთ საკარანტინო პერიოდი და გამოსულებიც არიან. დღესდღეობით ბინაზე იმყოფება 8 ადამიანი, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი, შეფერხებით არ ვმუშაობთ, რადგან მორიგეობები გვაქვს", - თქვა ბესიკ მანჯგალაძემ, დირექტორის მოადგილემ.

იმერეთში დღეს კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი