"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოში ინტერნეტსივრცის მთავარ საფრთხედ სამთავრობო ტროლებს და ბოტებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოში ინტერნეტსივრცის მთავარ საფრთხედ სამთავრობო ტროლებს და ბოტებს ასახელებს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ანონიმური ანგარიშებიდან და ყალბი საიტებით ხელისუფება საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციის წევრებს ებრძოდა და ამავე მეთოდებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების წინააღმდეგ  იყენებდა. იმის მიუხედავად , რომ ინტერნეტ სივრცის თავისუფლების კუთხით საქართველო თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა, ფრიდომ ჰაუსი პირდაპირ წერს, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული და არაფორმალური  მმართველობაა და ქვეყნის თავისუფელბის ინდექსი სტაგნაციას განიცდის. 

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც თბილისში ეკონომიკური კვლევის ცენტრის ინიციატივით ჩამოვიდა ამბობს, რომ ქვეყანაში არაფორმალურ მაართველობასთან ერთად, ძლიერდება რუსული გავლენაც. 

ფრიდომ ჰაუსის კვლევაში მოხვდა ეკა ბესელიას საქმეც. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებაზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდასხმა დეპუტატზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მან "ქართული ოცნება" დატოვა. 

კვლევაში დიდი ადგილი ეთმობა თი ბი სი ბანკზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას და ნათქვამია, რომ შსს-მ საქმე არ გამოიძია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი