მუეფე იაკობის პოლიტიკური განცხადება, რომელიც ხელყოფს კონკორდატის პრინციპებს

გამოქვეყნდა:

ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს --  ამ შინაარსის მოწოდებით  ბოდბელი მიტროპოლიტი ღია პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს და  დაპირისპირებულ  მხარეებს მოლაპარაკებაში დახმარებას სთავაზობს.  სინოდის გავლენიანი წევრის თქმით, ეკლესია მზადაა ჩაანაცვლოს ევროპელი დიპლომატები, შეასრულოს შუამავლის ფუნცქცია და ჩიხიდან გამოიყვანოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზციას შორის.

თუმცა, მუეფე იაკობის  განცხადება ხელყოფს კონკორდატის პრინციპებს და წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას საერო საქმეებში. სასულიერო პირებისა და თეოლოგების  ნაწილი კი მეუფე იაკობის პოლიტიკური ინიციატივის მიღმა რუსული სპეცსამსახურების ინტერესს ხედავს და ბოდბელი მიტროპოლიტის ფორმულას გე-რე-უს გზას უწოდებს.

გრუს ბოლო სცენარი ამოქმედებულია - ასე აფასებს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ეპისკოპოსის ამ განცხადებას. მეუფე პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ კრემლმა გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა ვერ შეძლო და ახლა ზუსტად ისევე რთავს ამ გეგმაში საპატრიარქოს, როგორც ეს 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის დაშლისთვის შეძლო. მიზანი მხოლოდ ერთია - ოპოზიციიდან ვინმემ საპარლამენტო მანდატი მიიღოს და გაყალბებული არჩევნები ლეგიტიმურად გამოცხადდეს. 

ამბიონიდან საქმის გარჩევა უნდა დასრულდეს - ასეთია თეოლოგების შეფასება. უფრო მეტიც ამბობენ, რომ მეუფე იაკობმა ამბიონიდან იცრუა, რადგან სასულიერო პირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაზე უარი არ უთქვამთ და ამას "ქართული ოცნების" შეხვედრებზე წინა რიგებში წარმოდგენაც ადასტურებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საპატრიარქომ არასოდეს ისურვა გაეცნობიერებინა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა.

კიდევ ერთი თეოლოგი ვლადიმერ ნარსია დარწმუნებულია, რომ ეკლესია ახლა ცდილობს კვლავ "ქართული ოცნების" თამაში გააგრძელოს, სწორედ ამას უკავშირდება დუმილი გაყალბებული არჩევნების შემდეგ. მისი შეფასებით, ეკლესია საზოგადოების ნდობას, რომ მართლაც სურს კრიზისის გადაჭრა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოიპოვებს - თუ საჯაროდ განაცხადებს, რომ არჩევნები გაყლაბდა და იმ მოქალაქეების თანადგომას გამოხატავს, ვინც თვბლის რომ მათი ნება მოიპარეს. 

საპატრიარქო კი ისევ დუმს - რას ემსახურება მეუფე იაკობის ეს მოწოდება და რა როლის შესრულება სურს  ბოდბელ ეპისკოპოსს ამ კითხვაზე "მთავარი არხის" კითხვებს მამა ანდრია ჯაღმაიძემ არ უპასუხა. 

თეოლოგები ელიან, რომ სხვადასხვა ამბიონებიდან ეპისკოპოსები იაკობის გზავნილებს გაიმეორებენ. არის თუ არა ეს კრემლის გეგმა ბ, ან არის თუ არა ბოლო სამოქმედო გეგმა ეს მალევე უნდა გამოჩნდეს. თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ თუ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას ეკლესიის წიაღში მიუჯდება და ეკლესია პოლიტიკურ პროცესში ფასილიტატორის ფუნქციის მიღებას მოახერხცებს, არჩევნების შემდეგ შეკრულ ერთობას რეალური საფრთხე დაემუქრება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი