შეზღუდვების გამკაცრება - მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შეხვედრები გრძელდება

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე პრემიერმა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე ისაუბრა. მთავრობის ცნობით, შეზღუდვებს მხარს უჭერენ ექსპერტებიც.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას. გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციაში.

ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ახალი წერტილოვანი შეზღუდვები სავარაუდოდ დეკემბრიდან ამოქმედდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი