
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ “ოცნება” მზად არ არის გაანაწილოს ძალაუფლება. ხოლო, იმ პარლამენტში სადაც ოპოზიციას ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც არ აქვს, შესვლას აზრი არ აქვს, როდესაც მოცემულობაა რომ მმართველი გუნდისგან არავითარი შემოთავაზება არ არსებობს.
როდესაც ისინი მოუწოდებენ ოპოზიცის რომ შევიდეს პარლამენტში და პარლამენტში ოპოზიციას არანაირი ბერკეტი არ აქვს და ერთი კომიტეტიც არ არის, სადაც შეიძლება იყოს თავმჯდომარე, აქ ამაზე მოწოდების გაკეთება მგონი სასაცილოა.
ჩვენ ძალიან ბევრი წელია ვსაუბრობთ იმაზე რომ თვითონ პარლამენტშიც უნდა შეიქმნას მექანიზმები, სადაც ოპოზიცია გავლენას მოახდენს სხვადასხვა პროცესებზე. ყველა განვითარებულ ქვეყანაში საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან, იმიტომ რომ ისინი უკეთ მართავენ საბიუჯეტო კომიტეტს" ამბობს ეკა გიგაური "ღამის მთავარში".
გიგაური 2008 წლის შემთხვევას იხსენებს, როდესაც ოპოზიცია მაშინაც უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, მაშინდელი ხელისუფლება კომპრომისის სახით, ოპონენტებს მინისტრთა კაბინეტში სთავაზობდა ადგილებს.