"პლახატნიუკის სცენარი"-თუ ბიძინას არ დავემუქრეთ პირადი ქონების შეზღუდვით, დანარჩენი იქნება ფანტაზია

გამოქვეყნდა:

შიდა ზეწოლა და გარე სანქციები - პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე ამბობს რომ ეს არის ის ორი ფაქტორი რისიც ბიძინა ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად ეშინია. 

მისივე თქმით, გამოსავალი არც საარჩევნო კანონმდებლობის და ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებაა, რადგან არჩევნებს აქამდეც სუს-ი ატარებდა და ამის შემდეგაც სუს-ი ჩაატარებს.

ერთადერთ გამოსავლად ხარშილაძეს ივანიშვილის სანქციებით შეშინება მიაჩნია:

ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში ძალიან საინტერესო ხალხი მოდის ხელისუფლებაში. კარგი კონტაქტები აქვს ამ ხალხს დღეს ჩვენს ოპოზიციასთანაც. ამ ხალხმა დაიწყოს ლაპარაკი ზუსტად იმაზე, რომ პლახატნიუკის (მოლდოველი ოლიგარქი, რომელიც 2019 წელს ქვეყნიდან გაიქცა) სცენარი დავაყენოთ. თუ ბიძინას არ დავემუქრეთ ჩვენ პირადი ქონებისა და პირადი ინტერესების შეზღუდვით, ძალიან რთულია, დანარჩენი იქნება ფანტაზია და თავის მოტყუება. ყოველთვის, ეს ადამიანი გამოიყენებს ყველა ზომას იმისათვის რომ დარჩეს ძალაუფლება. ეს დაგვანახა 8 წლის განმავლობაში" ამბობს ნოდარ ხარშილაძე "ღამის მთავარში" საუბრისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი