6 დღეა ვწევარ, ვეღარ ვსუნთქავ, არავინ ყურადღებას არ მაქცევს - პაციენტები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "მთავართან" ინტერვიუში ყვება, რომ ვირუსი გაურთულდა, თუმცა ინფექციური საავადმყოფოდან  პასუხობენ, რომ კლინიკაში ადგილი არ არის. იგივე პასუხს იღებს ყველა ცხელი ხაზიდანაც, რომელიც კორონავირუსის ინფორმირებაზე მუშაობს.

"6 დღეა ვწევარ ლოგინში, ხან 144-ზე ვრეკავ, ხან 112-ზე, ვეღარ ვსუნთქავ ისეთ მდგომარეობაში ვარ და არავინ ყურადღებას არ მაქცევს. ვეხვეწე 112-ს, რომ მომანიჭონ ექიმი ვინც მეტყვის რა გავაკეთო, რა დავლიო. როდემდე უნდა ვიყო ასე უპატრონოდ, ან ოჯახის ექიმი არ არსებობს, ან ვინმე, რომ მითხრან ეს დალიე", - ამბობს ინფიცირებული. 

ანალოგიური პრობლემა აქვს გორში ერთ-ერთ ხანდაზმულსაც. უმწვავესი კრიზისის ფონზე კი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია 7 363 საწოლი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 5 951-ია აქტიურად გამოყენებული. ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თერაპიულ საწოლზე დაყოვნების მაჩვენებლი 5,72 დღეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი