ამ ეტაპზე ქვეყანაში 7 363 საწოლი გვაქვს მობილიზებული - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებულია 7 363 საწოლი, საიდანაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 5 951-ია აქტიურად გამოყენებული. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"საწოლფონდი არის შემდეგი ყველაზე მტკივნეული და კრიტიკული თემა, რომელზეც ხშირად ისმის ხოლმე კითხვები საზოგადოებიდან. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული 7 363 საწოლი, საიდანაც აქტიურად კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკაშიი 231 პაციენტია, ხოლო აქტიური საწოლია 279", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აქციების გამო მობილობის ზრდას ელოდებოდნენ, ოქტომბერში საწოლფონდი გაზარდეს. ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე თერაპიულ საწოლზე დაყოვნების მაჩვენებლი 5, 72 დღეა.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კოლაფსშია და საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობა დღითი დღე იკლებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი