დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1 314 თბილისიდანაა, 523 აჭარიდან, 264 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში დადასტურებული 3 071 კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 1 314 თბილისიდანაა, 523 აჭარიდან ხოლო 264 იმერეთიდან. 

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი - 1 314
  • აჭარა - 523
  • იმერეთი - 264
  • ქვემო ქართლი - 104
  • შიდა ქართლი - 44
  • გურია - 106
  • სამეგრელო ზემო სვანეთი -  232
  • კახეთი - 214
  • მცხეთა- მთიანეთი - 165
  • სამცხე ჯავახეთი - 84
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათგან 324 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 114 889
  • გამოჯანმრთელებულია -  95 581
  • გარდაცვლილია - 1 085 
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 071 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 723
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 145
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი