მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციასთან ამერიკის ელჩი კონსულტაციებს მართავს

გამოქვეყნდა:

როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. დღეს, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. რეზიდენციაში ერთ-ერთი პირველი "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ ქართული ოცნება მოიტანდა რაღაც შემხვედრს წინადადებებს, მაგრამ თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის რაც საქართველოს მოსახლეობა აირჩია, ძალიან ცდება", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ელოდებიან, რა წინადადება ექნება მმართველ გუნდს, რადგან ოპოზიციის პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უცვლელია. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. 

"გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც კანონმდებლობითაა დაშვებული, პროტესტის ყველა ფორმას. ბურთი არის ქართული ოცნების და მთავრობის მხარეს, ჩვენ მეორე რაუნდის ბოლოს ჩვენი წინადადებები დავაფიქსირეთ, ახლა მათი ჯერია", - თქვა ლევან თარხნიშვილმა. 

რაც შეეხება პარტია "ლელოს", მათ დიპლომატიური კორპუსის და ფასილიტატორების ძალისხმევის იმედი აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი