ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა - კილაძე გაეროს კომიტეტში მის არჩევაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელიც გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს, ფაქტს საქართველოს დიდ გამარჯვებად. მისივე შეფასებით "ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს

"გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და მისცა საქართველოს საშუალება, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში", - წერს სოფო კილაძე.

სოფო კილაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმუშავებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან და სამოქალაქო სექტორთან, რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი