საკონსტიტუციო განხილვების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შექმნილია. პარლამენტმა წარმოდგენილ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი. 114 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. კენჭისყრაში დღეს ოპოზიციაც მონაწილეობდა. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა ბოიკოტი ერთჯერადად დაარღვიეს.
კომისია კი 9 წევრისგან დაკომპლექტდა. მასში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატები შედიან.
ერთადერთი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელმაც დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილება არ მიიღო სალომე სამადაშვილია. მისი პროტესტი კი პოლიტპატიმრების საკითხს უკავშირდება.
იმ შემთხვევაში კი თუ არ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, პროტესტს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც მიმართავენ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. კენჭისყრა სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, დღეს ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც დიპლომატების შუამავლობით მოხდა:
ვითარების ნორმალიზაციას სჭირდება შეთანხმების სრულად შესრულება როგორც საარჩევნო პროპორციების ნაწილში, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილში" განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ
ერთი დღით გამოვდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან ვინაიდან წესიერად და პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომელიც არის შეთანხმების ნაწილი და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერას" განცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ დოკუმენტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოხდეს ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. "ქართული ოცნებიდან" წასული კიდევ ერთი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად შეასრულოს ეს დაპირება და განხილვები ონლაინ რეჟიმში ჩაატაროს
მმართველი გუნდი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. "ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმების დოკუმენტში ასეთ პირობაზე საუბარი საერთოდ არაა და ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.