ბათუმში კორონავირუსით მე-6 ექიმი გარდაიცვალა. 56 წლის მადონა ტაკიძე პედიატრი იყო და ქობულეთის რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდა.
დაინფიცირებულ ექიმს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, რის გამოც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ბოლო 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა და რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
როგორც "მთავართან" 56 წლის ექიმის ახლობლები ამბობენ, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია.
"ძალიან ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, გულზე გაუჩნდა პრობლემები", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე