ვედრების ერთი წელი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის გულისამაჩუყებელი ინტერვიუდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დამარცხებით შეშინებულმა ოლიგარქმა მოსახლეობას მიმართა და ერთ წელიწადში ყველაფრის გამოსწორების პირობა დადო. 12 თვეში ქართულ ოცნებას მართვის სადავეები ახალი ლიდერებისთვის უნდა გადაეცა, გაეზარდა პენსიები და სოციალური შემწეობები, თუმცა აღმოჩნდა რომ ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა. ხელისუფლებაში ახალის ნაცვლად ძველი სახეები დაბრუნდნენ, პენსიები არ გაზარდეს, სოციალური შემწეობა კი 38 ათას ადამიანს მოუხსნეს.   

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 1 უკანასკნელ წელიწადში არაფერი გაკეთებულა და ქართული ოცნების ლიდერის შარშანდელი პირობა ისევ ტყუილი აღმოჩნდა. 

ერთი წლის წინანდელ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ძველ გვარდიასაც მიმართავდა და უკან დაბრუნებას პირდებოდა, თუმცა პოლიტიკოსების ეს ჯგუფიც მოტყუებული აღმოჩნდა. "ქართული ოცნებიდან" წასვლა აიძულეს ძველების გვარდიის დამრტყმელ ძალას.

მმართველ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ ივანიშვილმა ყველაფერი შეასრულა, უბრალოდ ყველაფერი ოპოზიციის ბრალია რომელიც ივანიშვილი გაკეთებულ საქმეებს ცუდად წარმოაჩენს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი