ახალციხეში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში მისულ ინფიცირებულებს საავადმყოფოში მიღებაზე უარი უთხრეს, რადგან კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი;