თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013" მეტროს ინფიცირებული თანამშრომლების მონაცემებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღესი მდგომარეობითმ სულ 68 თანამშრომელია ინფიცირებული
მათივე თქმით, იმის გამო, რომ მემანქანეების რესურსი აღარ არის, ათ მოვალეობას ინსტრუქტორები ასრულებენ.
"ერთობა 2013"-ის ინფორმაციით, დაინფიცრებულია ათობით კონტროლიორი, სადგურის მორიგე, ბლოკსაგუშაგოს მორიგე და ა.შ.
ასევეა ელექტრომექანიკურ სამსახურში, ენერგო მომარაგების სამსახურში, გვირაბი ნაგებობათა სამსახურში, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.
"ერთობა 2013" სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდებს მიიღოს სასწრაფო ზომები, ჩაატარონ პისიარ ტესტები ყველა თანამშრომელზე, გამოავლინონ ყველა კონტაქტი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად გადაიყვანონ თვითიზოლაციაში.
გაითვალისწინონ ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაცია და გადაიყვანონ მოძრაობა ზაფხულის გრაფიკზე, თუმცა ვფიქრობთ რომ უკვე გვიანია.
"ერთობა 2013" სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს.
მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული, მუშაობას განვაგრძობთ - სატრანსპორტო კომპანია