"თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის" განცხადებით, დღევანდელი, 25 ნოემბრის მონაცემებით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული. მათივე განცხადებით, კომპანია დამოუკიდებლად რაიმე შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს და სრული დატვირთვით მუშაობას აგრძელებს.
სატრანსპროტო კომპანიაში ამბობენ, რომ ინფიცირებლი მემანქანეები მკურნალობას გადიან, ჯამში კი მეტროს 250 მემანქანე ჰყავს, ამიტომ მუშაობაში რაიმე შეფერხება არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "ერთობა 2013-ის" განცხადებით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია.
პროფკავშირები შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, მათ შორის რამდენიმე ხნით შეჩერებაც, რადგან ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.