თუ ისე ჩავკეტავთ ქვეყანას, როგორც პირველი ჩაკეტვის დროს, მაშინ აზრი არ ექნება - სპეციალისტები

გამოქვეყნდა:

კრიზისის მიუხედავად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ერთადერთ გამოსავალს სრულ "ლოქდაუნში" ხედავს, რადგან ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდვითარება შესაძლოა სრულიად უკონტროლო გახდეს.

ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის პირობებში, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღის პიკს ქვეყანა ვეღარ გაუმკლავდება.

ავირჩევდით თუ არა ამ ნაბიჯს - არა ავირჩევდი, მაგრამ ახლა სხვა გზა არ არსებობს. ამ ცუდ გადაწყვეტილებას მოჰყვება სიტუაციის გაუმჯობესება, თუ შემდეგი ნაბიჯები იქნება სწორად გადადგმული. ადამიანმა ვინც ვერ დაგეგმა, ვერ განახორციელა, ვერ შეძლო განეჭვრეტა რა მოხდებოდა. მე არ მაქვს იმედი. რომ ახლა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ ჩვენ უბრალოდ ჩავკეტეთ, ისე როგორც ეს მოხდა პირველი ჩაკეტვის დროს და დავკავდით: ფულის თეთრებით, მოპარვით და მათ შორის სახლებში წაღებით, მაშინ ერი გაწყდება, ეს იქნება გენოციდი და ერთეულები გამდიდრდებიან ისე, როგორც ეს მოხდა პირველი პანდემიის დროს, - ამბობს სპეციალისტი გიორგი ჩალაძე 

სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი, ამბობს რომ შეზღუდვებს სჭირდება დაგეგმვა და ხანგრძლივი "ლოქდაუნის" შემთხვევაში დასაგეგმია თუ როგორ დაეხმარება სახელმწიფო მოსახლეობას, რა ეპიდემიოლოგიური ნაბიჯები გადაიდგმება და როგორ უნდა მომზადდეს ჰოსპიტალური სექტორი. კალოიანის თქმით, თუ ეს ყველაფერი არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ ჩაკეტვას აზრი არ აქვს.

აქვე გეტყვით, რომ "მთავარის" ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის.

ახალი შეზღუდვების ფარგლებში მთავრობა ზამთრის კურორტების ჩაკეტვას 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი