"მთავარის" ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება.
შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.
არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.