"ოცნების" შემომწირველი კომპანიები მილიონობით ლარის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანიები კვლავ მილიონობით ლარის ტენდერებს იგებენ. ჯეირან ომანაძემ, რომელიც კომპანია "ჯი და ჯი"-ისა და "როსტვერიკს" ფლობს, მმართველ გუნდს 2017 წელს 10 000 ლარი შეწირა. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისი კომპანიების მიერ ტენდერების უკონკურონტო გარემოში, ასევე კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგება.

როდესაც პირები გარკვეულ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და შემდგომ, რა ხდება და როგორ იგებენ ტენდერებს. ეს შემთხვევაც ესეთ კითხვისნიშნებს აჩენს. რადგან 2017 წელს ორივე კომპანიამ მოიგო გარკვეული ტენდერები და ამ კითხვებს კიდევ უფრო გამოკვეთს ის შემთხვევები, როდესაც უკონკურენტო გარემოში ხდება, მაგალითად ახლად დაარსებული კომოპანია იგებს უკონკურენტო გარემოში ან დისკვალიფიკაციის ან დისკვალიფიკაციის ხარჯზე ტენდერებს, - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკლვლევარი, სალომე კვირიკაშვილი 

"ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ მხოლოდ 2017-2020 წლებში შპს "ჯ და ჯ"-ის მიერ ტენდერებიდან მიღებული თანხა 12 მილიონ ლარს შეადგენს. მაღალბიუჯეტიანი ტენდერების მოგება "ოცნების" შემომწირველებისთვის პრობლემა საერთოდ არ არის, არც იმ შემთხვევაში, როცა სატენდერო პირობებს ვერ აკმაყოფილებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი