პანდემიის მართვა და ახალი რეგულაციები - ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასება 

გამოქვეყნდა:

რა გავლენა ექნება ახალ რეგულაციებს პანდემიის მართვის თვალსაზრისით? ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს ამ მხრივ არ აქვთ ვითარების გამოსწორების იმედი. მათი თქმით, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია საფუძვლიანი გეგმა, როგორ უნდა მოიხსნას დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე და როგორ უნდა გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, რომ ადამიანები არ დარჩნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე. სპეციალისტების შეფასებით საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და არა ვითარების გამწვავების, პოლიტიკური პროცესებისთვის გადაბრალება.

"არსებულ მძიმე ვითარებაზე ხელს ნუ შევაწმინდავთ პოლიტიკურ მოვლენებს, სამწუხაროდ, ყველაფერი გახლავთ ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემის ბრალი: ადამიანური რესურსების სიმცირე, შექმნილი ვითარება, პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. ერთობლიობაში უფრო ძაბავს მოსახლეობას. სიტუაციის განმუხტვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტლების გახსნა და საქმეში ჩაერთონ სამხედრო ექიმები და მედდები და სანიტრები," - ამბობს საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია 

ჯანდაცვის ექსპერტს ვატო სურგულაძის თქმით, როდესაც ლოქდაუნი ცხადდება ამისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს გეგმა ამ დროში განმავლობაში, როგორ მოხდება სამედიცინო სექტორის ნორმალურ მდგომარეობაში დაბურნება. 

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ 26 ნოემბერს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება და თითქმის 2 თვე გასტანს:

28 ნომებრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება -  სია სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი