სახელმწიფომ ვერ გაიაზრა, მოქალაქეები არ არიან ერთი რელიგიური ჯგუფის წევრები - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის აზრით, სახელმწიფო არ ფიქრობ, რომ განსხვავებული რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ და შესაბამისად არც მათზე ზრუნავს. ასე აფასებს ის მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები მხოლოდ მართლმადიდებლური შობის დროს უქმდება.

შეზღუდვების პერიოდში რამდენიმე რელიგიური კონფესიის დღესასწაული ექცევა, მათ შორის ებრაული ხანუქა,  კათოლიკური შობა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ქრისტეშობის დღესასწაული.

"ჩემთვის უპირველეს ყოვლისა გაუგებარია გამონაკლისების დაშვება პანდემიის დროს, რადგან კორონასთვის არც ახალი წელი არსებობს და ეჭვი მაქვს, არც შობა. სახელმწიფომ ვერ გაიაზრა, რომ მისი მოქალაქეები არ არინ ერთი კონკრეტული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ადამიანები. არაფერში აღარ ჯდება სახელმწიფოს რიტორიკა, უბრალოდ, რომ დაფიქრდები, რომ პრემიერი ლაპარაკობს და ელაპარაკება მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებს, უნდა მიხვდე, რომ მას არც კი უფიქრია სხვა საჭიროებებზე", - ამბობს რუსუდან გოცირიძე. 

ცნობისთვის, "ტოლერანტობის ინსტიტუტის" წევრის, მაკო ღავთაძის თქმით, სახელმწიფოს მართლმადიდებული ეკლესიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არაერთხელ გამოუჩენია, თუნდაც პანდემიის დროს, მაგრამ ეს სხვების დაჩაგვრას და უთანასწორობას არ ამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები მართლმადიდებლური შობის ღამეს შეზღუდვები იხსნება და მოქალაქეებს ღამით დღესასწაულის აღნიშვნა შეეძლებათ. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი