ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული 4 500-დან 5 000-მდე მედიკოსი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
"ექიმები ზუსტად რამდენია, ამასთან დაკავშირებით მიდის დამატებითი კვლევა. მე შემიძლია გითხრათ, რამდენია სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო პერსონალი არის 4 500-დან 5 000-მდე შუალედში. აქ ვგულისხმობ ყველას, ვინც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში. იმასთან დაკაშვირებით თუ რამ გამოიწვია მათი ინფიცირება - ეს ინფიცირება მოხდა სამედიცინო გარემოში,
თუ საყოფაცხოვრებო პირობებშიც და სამწუხაროდ, უფრო ხშირად, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება, ჩვენი გამოცდილებიდან, მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებში. ამ ყველაფერზე იგეგმება ჩაღრმავებული კვლევა და როგორც კი, გვექნება, გაგიზიარებთ" - ამბობს თამარ გაბუნია
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
აქვე გეტყვით, რომ ხვლიდან, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.
ამავე თემაზე: