ეს ადამიანი აგროვებდა ინფორმაციას ჩემზე იმისთვის, რომ უარესი მომხდარიყო - გიორგი გაბუნია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტი, გიორგი ბაუნია ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა, სადაც დაზარალებულის სტატუსს მიანიჭებენ და ადვოკატთან ერთად საქმის მასალებს გააცნობენ. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ გამოძიება საქმეს გახნის და უხარია, რომ პროცესი წინ მიდის.

"ჯერ ახალი არაფერი არ ვიცი. ერთადერთი, დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს უნდა გამვცხადებულიყავი, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, რასაც ვვარაუდობდი, ისიც ნახეთ თქვენც განცხადებაში, რომ დადასტრუდა - ეს ადამიანი აგროვებდა ინფორმაციას იმისთვის, რომ შემდეგ უარესი მომხდარიყო. დანარჩენს რასაც მეტყვიან, გეტყვით მოგვიანებით", - თქვა გიორგი გაბუნიამ. 

უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში ადვოკატთან ერთად მივიდა, მათ უწყებაში საქმის მასალებას გააცნობენ. 

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი