ადევნება მიუთითებს, რომ განზრახვა იყო გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას ადვოკატი, დიტო საძაგლშვილი ამბობს, რომ ვასამბეგ ბოკოვსა და მის თანამზრახველებს
გიორგი გაბუნიას შესახებ ინფორმაციის მოპოვება მისი ლიკიდაციისთვის უნდოდათ. 

"დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული განცხადებით დადასტურდა ის რაც მოსალოდნელი იყო, რომ ეს პიროვნება დაკავებული იყო ინფორმაციის მოძიებით და ბუნებრივია მას ეს ინფორმაცია სჭირდებოდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის და ეს ახალი ბრალდება, კერძოდ, ბრალდების ის ნაწილი სადაც საუბარია ადევნებაზე და თვალთვალზე მიუთითებს, სწორედ იმაზე, რომ ლიკვიდაციის განზრახვა ჰქონდა ამ პირ და მის თანამზრახველებს," - ამბობს დიტო საძაგლიშვილი. 

დღეს, ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.  

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ წუთებში ადვოკატთან ერთად მივიდა, მათ უწყებაში საქმის მასალებას გააცნობენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართველ სამართალდამცავებს უკრაინელმა კოლეგებმა გადასცეს. ჩვენი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზარ კადრიოვის დაკვეთა იყო.

აქვე, 2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი