ხმაური ჭიდაობის ფედერაციაში - გოჩა ჩორგოლიანს პრეზიდენტობის კანდიდატად არ არეგისტრირებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა ჩორგოლიანს არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან, გოჩა ჩორგოლიანს უთხრეს, რომ საბუთები წესრიგში არ აქვს.

თავად ჩორგოლიანი კი ამბობს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო მინდობილობა ჰქონდა, თუმცა ორ საათიანი მსჯელობის შემდეგ ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, მას რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან, გოჩა ჩორგოლიანსა და ფედერაციის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის, სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.

ცნობისთვის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 5 დეკემბერსაა ჩანიშნული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი