საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის აუცილებელ მარაგს – ნათია თურნავა

გამოქვეყნდა:

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას სახელმწიფო შეიძენს და შექმნის აუცილებელ მარაგს – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.

მინისტრის თქმით, საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლის დამზადების პროცესშიც ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული.

„ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში ადგილობრივი პირბადეების კერვის პროგრამა და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას... მინდა ვთქვა, რომ ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში და ასევე, რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული. ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები ვაწარმოოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პირბადეები თავდაპირველად იმ ადამიანებს დაურიგდებათ, ვინც ყველაზე მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება. პირველი პარტია მინისტრის განცხადებით, ხვალ იქნება მზად.

პირბადეების პირველი პარტია იქნება შეძენილი თვითონ სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება მაღალი რისკის კატეგორიასთან. საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომელსაც აქვს თავისი გამოყენების ინსტრუქცია და რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კომპანიას ვინც ამ პროგრამაში ერთვება იმიტომ, რომ ბევრი კომპანიაა, რომელიც უანგაროდ მონაწილეობს კერვაში. მაგალითად, „აჭარა ტექსტილი“ . მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, ვინც გვაწვდის ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და სწორედ ეს არის იმ კონსოლიდაციის და ერთსულოვნების გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“, - განაცხადა თურნავამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი