ახალგორიდან მოსახლეობის გასვლას ცხინვალი ჯერ უარყოფს, მერე ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ახალგორიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსახლეობის მასობრივ გადინებას არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. შსს ერთგან გავრცელებულ ინფორმაციაში უარყოფს, მეორეგან კი ირიბად ადასტურებს. 

თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში  ე.წ. შსს აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალგორის მოსახლეობის ნაწილი ერთბაშად და ორგანიზებულად გადის ქალაქიდან,  არასწორია,  მაგრამ მეორე განცხადებაში თავად შსს ადასტურებს, რომ 50-მა ეთნიკურად ქართველმა, ახალგორის დატოვება ერთ დღეს გადაწყვიტა.

სავარაუდოდ, მოსახლეობის ნაწილის მიერ ახალგორის დატოვების მიზეზი ხვალ თბილისსა და საქართველოს დიდ დიდ ქალაქებში ასამოქმედებელი წერტილოვნი შეზღუდვებია,

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი