ქვეყანაში 2 თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

შეზღუდვები ძალაშია - ქვეყანაში კიდევ ერთხელ ამოქმედდა ე.წ. ლოქდაუნი.

​საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება 26 ნოემბერს გამოაცხადა. მძიმე ეპიდვთარებიდან გამომდინარე ქვეყანაშ 2 თვით (31 იანვრის ჩათვლით), პრაქტიკულად ყველაფერი ჩაიკეტა.

დილიდან აღარ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება მსხვილი სავაჭრო ცენტრები (გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა), ბაზრობები (მათ შორის სამშენებლო).

გარდა ამისა, ერთი საათით გახანგრძლივდა ე.წ. კომენდანტის საათი და 22-ის ნაცვლად ის 21 საათიდან, დილის 5 საათამდე იმოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება 16-31 იანვრის პერიოდში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი