კარასინი-აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

კარასინი-აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერმინისრტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა შეხვედრა ონლაინ გამართეს. 

სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით "შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე". 

მიუხედავად პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, აღნიშნულ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა. 

განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით წარმოადგენს დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

პოლიტიკურის გარდა, კარასინი-აბაშიძემ ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ პანდემიის გამო  სავაჭრო ურთიერთობები შემცირდა.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი