ცარიელი ბაზრები და შემოსავლის გარეშე დარჩენილი გარემოვაჭრეები - შეზღუდვები ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც დღიდან, 28 ნოემბრიდან ამოქმედდა, გარე მოვაჭრეები ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვის წინაპირობად აღიქვამენ. მათი აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გაუქმება დამატებით პრობლემებს ქმნის, როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მყიდველისთვის. 

"გარე მოვაჭრე ვარ და ვმუშაობდი ჩემთვის წყნარად, მშვიდად. ამიკრძალეს და დავრჩი ისე. ბანკის შესატანი მაქვს და არაფერს მეხმრებიან. არ შევიტან არც იმ ბანკს და დავჯდები სახლში. გინდა კორონას მოვუკლივარ გინდა მშიერი მოვკმდარვარ", - ამბობს ერთერთი გარე მოვაჭრე. 

მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს პოლიციელების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, რომელიც შეზღუდვების დაცვას აკონტროლებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი