მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობამ შიმშილისთვის გაიმეტა - რა მდგომარეობაა შიდა ქართლში

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების შემდეგ მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა შიდა ქართლში, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი თავს ვაჭრობით ირჩენდა. უკვე შეაჩერა მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, დაიკეტა ტანსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები. 

"წინა პანდემიაზე დახმარება ჩვენთვის არ მოუციათ და არაფერი, ახლა რა უნდა იყოს, ღმერთის ანაბარა ვართ დარჩენილები, ვისი იმედი უნდა გვქონდეს?!" - ამბობს ადგილობრივი. 

რაც შეეხებათ რესტორნებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ რეგიონში გატანის სერვისზე ნაკლები მოთხოვნაა, ამიტომ მათ დასაქმებულების სახლში გაშვება მოუწევთ. 

"ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, რადგან პერსონალის შემცირება და ხელფასების განახევრება მოგვიწია. ვფიქრობ, ამას ობიექტი დიდხანს ვერ გაუძლებს, გატანის სერვისზე მომხმარებლების სურვილი ნაკლებია, არ ვიცი რა იქნება", - ამბობს ერთ-ერთი კაფე-ბარის მენეჯერი, ლევან ბაგრი.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი