დღეიდან, დედაქალაქის გარდა, შეზღუდვები ამოქმედდა რეგიონებშიც. ბათუმელები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა გადაადგილების შეზღუდვაა; რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელები კი ფინანსურ ზარალაზე საუბრობენ.
"სიკვდილს ჯობია დაკეტვა, მაგრამ ძალიან დავზარალდებით. ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს ჩაკეტვა ყველაფრისთვის. მე ვერ გადავიხდი ტაქსიში ფულს, შაქარი მაქვს, როგორ მოვიდე ექიმამდე?"- ამბობს ერთერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" დაიწყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე