ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, ძნელი იქნება ჯაჭვის გაწყვეტა - მაია ზალდასტანიშვილი

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმოფოს მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი, ფიქრობს, რომ ინფიცირების ჯაჭვის გაყწვეტა რთული იქნება და რომ მის შედეგს უახლოეს პერიოდში ჯერ ვერ ვიხილავთ. ზალდასტანიშვილმა ამის შესახებ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. 

"ჩაკეტვა ვერ დაამთავრებს ინფექციას, ძნელი იქნება ჯაჭვის გაწყვეტა. თუმცა იმედი მაქვს, მძიმე პაციენტების რაოდენობა იმდენად დიდი აღარ იქნება, როგორც ახლაა. ეფექტი არ გამოჩნდება 1 და 2 კვირაში, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ შეგვიძლია ვიხილოთ, რომ შემცირდა ნაკადი. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მკაცრია და წერტილოვანს ვერც ვუწოდებთ მას, როგორც კი მოიხსნება რეგულაციები, მოიმატებს მომართვიანობაც", - ამბობს ზალდასტანიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო მხოლოდ მძიმე პაციენტებს იღებს, თავისუფალი ადგილების რაოდენობა ამოწურულია. 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" მოქმედდა.

აქვე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი