ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები ერთ აზრზე არიან - ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსკოვთან კოლაბორაციაზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ რუსეთი უკვე არაფერს გვეკითხება, რადგან მიაჩნია, რომ ამიერკავკასიაში ყველაფერი გადააწყო და ახლა საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს იგივეს.
წელს მოლაპარაკებათა საკითხების ჩამონათვალში 2011 წლის საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ საკითხის გაჩენა ცალსახად მიანიშნებს, რომ შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზაზეც იყო საუბარი. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაასაჯაროვოს ამ მოლაპარაკების დეტალები, რადგან არავითარ შემთხხვევაში არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი რკინიგზის გახსნაზე, -ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ექსპერტების აზრით, რაც დაგვიმალა საქართველოს ხელისუფლებამ, გვამცნო რუსეთის საგარეო უწყებამ, აქედან გამომდინარე, სახეზეა, რომ მოლაპარაკებები საზოგადოების ზურგსუკან მიმდინარეობს და ხელისუფლება მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია.