საქართველოში ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ უშვებენ – მოქალაქეები „მთავართან“ შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

აეროპორტის ტერიტორიაზე გაშლილ საველე კარავში უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე იმყოფება, მათ საქართველოში  არ უშვებენ.

მათ შორის ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ აქვთ არც მათ, ვისაც ბინადრობის ნებართვა აქვს და ქვეყანაში წლებია ცხოვრობს ან სწავლობს.

თბილისის აეროპროტში დღეს რამდენიმე რეისი შესრულდა. მგზვარების დიდ ნაწილს უკან აბრუნებენ. მათ შორის უკან მოუწია გაფრენა ინდოეთიდან ჩამოსულ ხომალდს, რომელზეც ძირითადად საქართველოში მცოხვრები სტუდნეტები იყვნენ. 

დელიდან გამოფრენამდე ვიკითხეთ შევძლებდით თუ არა საქართველოში შესვლას, რაზეც გივთხრეს, რომ ბინადრობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში უპრობლემოდ შეგვიშვებდნენ. ახლა კი თვითმფრინავში ვართ, რადგან შესვლაზე უარი გვიოთხრეს თბილისის აეროპორტში. კარი დაკეტეს და უკან მივფრინავთ", – აცხადებს ერთ–ერთი სტუდენტი.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი