ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 29 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ქვეყანაში მათი საერთო რაოდენობა 110 049 გახდა. 

აქვე - ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით დამატებით 4 426 ადამიანი დაინფიცირდა, 35 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 132 368 
  • გამოჯანმრთელებულია - 110 049 
  • გარდაცვლილია - 1 230 
  • კარანტინის რეჟიმში - 2 033
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 945
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 373
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი